პროექტის სახელი: „პური და ორცხობელა“
პროექტის მოკლე აღწერა: პურსა და ორცხობელაში წყლის რაოდენობის გამოკვლევა და ამით
კვებითი ღირებულების დადგენა
პროექტის სრული აღწერა:მასწავლებელმა ჩაატარა მინი ლექცია.თემაზე: „პური და ორცხობელა“.განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ არა სასიამოვნო ფაქტებზე, რომელსაც ადგილი აქვს პურ–ფუნთუშეულის გამოცხობის პროცესში და დასვა კითხვა:
შეგიძლიათ თუ არა გააკონტროლოთ პურისა და ორცხობელას ხარისხი?
მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მასწავლებელთან ერთად ემუშავათ პროექტზე:“პური
და ორცხობელა.“
მასწავლებელი კლასს ჰყოფს 4ჯგუფად
.პირველ ჯგუფს ევალება გაარკვიოს გაყიდვაში მყოფი პურის ან ორცხობელას შედგენილობაში მყოფი წყლის შემცველობა. სამუშაო უნდა წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.
მეორე ჯგუფმა უნდა გამოთვალოს (გაიანგარიშოს) ნებისმიერი სახის პურ–ფუნთუშეული შემადგენლობაში შემავალი წყლის %–ული რაოდენობა(რომელიც ყოველთვის
უნდა იყოს დაცული). დავალების წარდგენა ხდება პრეზენტაციის სახით.,
მესამე ჯგუფი უშუალოდ უნდა დაესწროს პურის ცხობის პროცესს პურის საცხობში,ჩაინიშნოს
როგორი ტექნოლოგიით მიმდინარეობს ეს პროცესი და წარადგინოს პრეზენტაციის სახით.
მეოთხე ჯგუფმა უნდა მოიძიოს ინფორმაცია ოჯახებში: დედა, ბებია, დეიდა,თუ მეზობელი,თავისი განსაკუთრებული რეცეპტით როგორ აცხობს შინაურ პირობებში პურს და სხვადასხვა სახის ორცხობელას.ჯგუფმა ნამუშევარი უნდა წარადგინოს პრეზენტაციის სახით.
ყველა ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას. ჯგუფები შეაჯერებენ ერთმანეთთან თავიანთ ნამუშევრებს და გაიმართება დისკუსია.
მიზნები და შედეგები:მოწავლე იკვლევს თუ რა ნივთიერებები გამოიყენება პურსა და ორცხობელაში,მათ %–ულ შემცველობას.ჯგუფთან ერთად აჯგუფებს,აანალიზებს რაოდენობრივ და თვისობრივ მონაცემებს.ადარებს სხვა ჯგუფის მონაცემებს და აფასებს მათ.
მონაწილეთა ასაკი:14–15წელი.
ვადები და ხანგრძლიობა:1თვე
სამუშაო ენა–ქართული
პროექტის ფასილიტატორი: ლალი დანელია
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:lalidanelia@gmail.com